ჟოზე მოურინიო „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო „რომას“ მწვრთნელი აღარ არის. ის „მილანთან“ განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გადააყენა.

„რომას“ მფლობელმა, რაიან ფრიდკინმა გადაწყვეტილება ასე განმარტა:

„მადლობას ვუხდით ჟოზე მოურინიოს გაწეული სამუშაოსთვის. მან ბევრი იშრომა, რომ გუნდისთვის წარმატება მოეტანა. თუმცა ამ მომენტში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტა იყო. მას და მის სამწვრთნელო შტაბს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ“.