„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში, რომელშიც მისი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდებოდა, მსაჯებისა და ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა.
„პირველი და მეორე თერთმეტმეტრიანით უკმაყოფილო ვარ. მე არ მომწონს ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობა. მსაჯი შეიძლება შეცდეს და არასწორად დანიშნოს პენალტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვიდეოგამეორებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. „მანჩესტერ იუნაიტედი“ წლევანდელ სეზონში საოცარი რეკორდის ავტორია, თუ მის სასარგებლოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანებს გავითვალისწინებთ, ამიტომ ვიცოდით, რომ ჩვენთვის ყველაფერი სახიფათო იყო ამ მატჩში“, – განუცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა „სკაი სპორტს“.
შეგახსენებთ, რომ მატჩი „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ფრედ, 1-1 დასრულდა.
„იუნაიტედს“ ამჟამად 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს, „ტოტენჰემი“ კი, 42 ქულით, მერვე ადგილზეა.