ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ სიტის“ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვისკენ მოუწოდებს
ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ სიტის“ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვისკენ მოუწოდებს

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ „მანჩესტერ სიტის“ მიმართ ყველამ უნდა დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმპცია, რადგან გუნდს უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და საბოლოო ვერდიქტი ჯერ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „სიტი“ ორი სეზონით მოკვეთა ჩემპიონთა ლიგიდან და ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროც დააკისრა.

ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება გუნდს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია.

„პროცესი რომ დასრულდება, ყველანი ვნახავთ, დაისჯება თუ არა გუნდი“, – განაცხადა მოურინიომ, – „უეფამ ისინი დასაჯა, მაგრამ მათ გასაჩივრება შეუძლიათ და მანამდე ყველამ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია“.

დატოვე კომენტარი