ჟოზე მოურინიო ევრო 2020-ზე რადიოში ექსპერტად იმუშავებს #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო ევრო 2020-ზე რადიოში ექსპერტად იმუშავებს #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კონტრაქტი გააფორმა ბრიტანეთის უმსხვილეს სპორტულ რადიოსადგურთან talkSPORT-თან. 58 წლის პორტუგალიელი ექსპერტის რანგში გავა ეთერში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ტურნირზე ინგლისის ნაკრების სამ მატჩის დროს, აგრეთვე პლეი ოფის მატჩებისა და ფინალისას.

მოურინიოსთან ერთად რადიოში იმუშავებენ ყოფილი ფეხბურთელები – სტიუარტ პირსი, ტრევორ სინკლერი, ალი მაკოისტი და ალან ბრაზილი.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ 19 აპრილს დატოვა „ტოტენჰემი“.