ჟოზე მოურინიო ბრაზილიის მწვრთნელობაზე მეორე კანდიდატია #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო ბრაზილიის მწვრთნელობაზე მეორე კანდიდატია #1TVSPORT

იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ შედგენილ სიაში შედის, – წერს გამოცემა The Athletic-ი.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი პრიორიტეტული ვარიანტია ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმ შემთხვევაში, თუ კონფედერაცია ვერ შეძლებს „რეალის“ მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან მოლაპარაკებას. იტალიელმა სპეციალისტმა ამ სეზონის ბოლომდე ითხოვა მოლაპარაკებების გადადება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ტიტე, რომელიც გუნდს 2016 წლიდან წვრთნიდა.