ჟორდი ალბა - მესის ენთუზიაზმი ჩვენთვის გადამდებია
ჟორდი ალბა - მესის ენთუზიაზმი ჩვენთვის გადამდებია

„ბარსელონას“ მცველმა ჟორდი ალბამ ილაპარაკა, რომ გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი ვარჯიშებზე დანარჩენი თანაგუნდელებს მოტივაციას უ,აღლებს.

„ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ჩვენთვის და უნდა გვიხაროდეს, რომ მუდმივად ჩვენთან არის. დანარჩენი მოთამაშეებისთვის გადამდებია ის ენთუზიაზმი, რომლითაც ლეო ვარჯიშებს დაუბრუნდა.

გუნდში დიდ ენთუზიაზმს ვხედავ. გონებრივად და ფიზიკურად ყველა კარგ ფორმაში დაბრუნდა, მე ვიტყოდი, იმაზე უკეთეს ფორმაში, ვიდრე მანამდე ვიყავით“, – განუცხადა ალბამ ტელეკომპანია TVE-ს.