ჟორდი ალბა „ბარსელონას“ ტოვებს #1TVSPORT
ჟორდი ალბა „ბარსელონას“ ტოვებს #1TVSPORT

ესპანელი მცველი ჟორდი ალბა 11-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვებს „ბარსელონას“, – წერს გამოცემა Mundo Deportivo. ფეხბურთელმა ამის შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ალბას კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ მხარეებმა ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტეს.

ჟორდი ალბას გამოთხოვება 28 მაისს შედგება, როცა „ბარსელონა“ სეზონში თავის ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებს „მალიორკას“ წინააღმდეგ.

ალბა „ბარსელონაში“ 2012 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სეზონის შემდეგ „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა კიდევ ერთმა ვეტერანმა, სერხიო ბუსკეტსმა.