მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდის, ჟოაო ფელიქსის „ჩელსიში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ტრანსფერი უახლოეს საათებში უნდა გაფორმდეს, – იტყობინება გამოცემა Relevo.
საპირისპირო მიმართულებით „ჩელსიდან“ „ატლეტიკოში“ უნდა წავიდეს ცენტრალური ნახევარმცველი კონორ გალაჰერი. მადრიდში იმედოვნებენ, რომ ინგლისელი ფეხბურთელის პრეზენტაცია ოთხშაბათს შედგება.
გასულ სეზონში ფელიქსი იჯარით „ბარსელონაში“ თამაშობდა, სადაც 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.