ჟოან ლაპორტამ უახლოეს გარემოცვას აცნობა, რომ მბაპეს ტრანსფერის გაფორმებას აპირებს #1TVSPORT
ჟოან ლაპორტამ უახლოეს გარემოცვას აცნობა, რომ მბაპეს ტრანსფერის გაფორმებას აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უახლოეს დროში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის კილიან მბაპეს ტრანსფერის გაფორმებას აპირებს.

ფრანგი ფეხბურთელი ახლოს იყო მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან, მაგრამ როგორც გაზეთი AS ამტკიცებს, ლაპორტამ თავის უახლოეს გარემოცვას აცნობა, რომ შეეცდება სულ მალე მბაპესთან ხელშეკრულების გაფორმებას.

ფეხბურთელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონში მბაპემ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.