ჟოან ლაპორტა – დემბელე მბაპეზე უკეთესია, გვინდა, რომ ის „ბარსელონაში“ დარჩეს #1TVSPORT

16:40, 05.12.2021
11 Ousmane Dembele of FC Barcelona during Spanish La Liga match between FC Barcelona and Cadiz CF on February 21 of 2021, Barcelona, Spain. (Photo by Xavier Bonilla/NurPhoto via Getty Images)

11 Ousmane Dembele of FC Barcelona during Spanish La Liga match between FC Barcelona and Cadiz CF on February 21 of 2021, Barcelona, Spain. (Photo by Xavier Bonilla/NurPhoto via Getty Images)

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ აზრი გამოთქვა კლუბის მცდელობაზე – კონტრაქტი გაახანგრძლივოს ფორვარდ უსმან დემბელესთან. მას მიაჩნია, რომ ფრანგი ფეხბურთელი უკეთ თამაშობს, ვიდრე კილიან მბაპე, რომელიც მადრიდის „რეალში“ აპირებს გადასვლას.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს დემბელესთან. მას სურს დარჩენა. ჩვენც გვინდა, რომ უსმანმა გააგრძელოს კლუბში გამოსვლა. ის შესანიშნავი მოთამაშეა. ეს სიტუაცია საჭიროებს მოლაპარაკებებს აგენტებთან, რომლებსაც სურთ საუკეთესო ხელშეკრულება ფეხბურთელისთვის. აღფრთოვანებული ვარ დემბელეთი. როგორც ფეხბურთელი, ის აღემატება მბაპეს“, – მოჰყავს ლაპორტას სიტყვები გაზეთ Marca-ს.

მსგავსი