ჟიტომირის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოლქი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია
ჟიტომირის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოლქი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია

ჟიტომირის ოლქი რუსი სამხედროებისგან თავისუფალია. ამის შესახებ განცხადებას საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო ტელეგრამ-არხში ავრცელებს.

„მტერი მოგერიებულია და დღეს ჩვენს რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები აღარ არიან. მათ ჩრდილოეთ რაიონები დატოვეს, თუმცა ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას“, – აღნიშნა ბუნეჩკომ.

​ჟიტომირის ოლქი უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და კიევის ოლქს ესაზღვრება. ომის დაწყებიდან აღნიშნული რეგიონი კიევში ჰუმანიტარული ტვირთისა და აღჭურვილობის ჩასატანად საკვანძო დერეფანს წარმოადგენდა. რეგიონი ასევე აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ძალების მიერ.