ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის „ჟირონას“ ფორვარდმა, არტიომ დოვბიკმა, შესაძლოა, კარიერა მილანის „ინტერში“ გააგრძელოს.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, დოვბიკი „ინტერის“ შორტლისტშია და მისი გაფორმების შესაძლებლობას მომავალი წლის ზაფხულისთვის განიხილავს. აღნიშნავენ, რომ „ჟირონა“ არის კლუბი, რომელიც დიდი ხანი არ იტოვებს წამყვან ფეხბურთელებს, ჰყიდის მათ და ამის ხარჯზე არსებობს.
არტიომ დოვბიკი „ჟირონაში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. მისი კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში უკრაინელმა ფეხბურთელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.