ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ70-კმ106 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

12:04, 29.06.2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოიშალა.

უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო გზის კმ70-კმ106 მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი