ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გარკვეულ მონაკვეთსა და ჩარგალში მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გარკვეულ მონაკვეთსა და ჩარგალში მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ჩარგალში მისასვლელ (ვაჟა ფშაველას სახლ- მუზეუმი) საავტომობილო გზაზე ხევის გამონატანებმა გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა. უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.