ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდის შემდეგ) ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო აიკრძალა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.