ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

10:08, 01.08.2025

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, სოფელ თვალივთან ხევის ადიდების გამო მოძრაობა გუშინ შეიზღუდა.

მსგავსი