„ჟილინას“ მწვრთნელი - საქართველოში გორის „დილას“ რევანშის აღება შეუძლია #1TVSPORT
სლოვაკური „ჟილინას“ მთავარმა მწვრთნელმა პავოლ სტანომ კონფერენციათა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ მოგება (5:1) შეაფასა. მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგების, პაველ სტანოს თქმით, ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება:
„გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან მეტოქის გაანალიზების შემდეგ ვიცოდით, რომ ეს ძალიან რთული მოწინააღმდეგე იქნებოდა. ამასთან, ვიცით, რომ მძიმე განმეორებით შეხვედრა გველოდება. ამიტომ, კმაყოფილების ან დაუფასებლობის საკითხი არც შეიძლება დადგეს. ხუთი გოლის გატანა კარგია, მაგრამ მეტოქეს რევანშის აღება შეუძლია“, – განაცხადა პავოლ სტანომ.
„ჟილინას“ მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება ხარისხზე გაამახვილა:
„ვაჩვენეთ ხარისხი, ევროტურნირზე კი მნიშვნელოვანი შედეგია. ბიჭები დღეს ძალიან კარგი განწყობით გავიდნენ, რაც დიდი ხანია ჩვენი დამახასიათებელი თვისება გახდა. საქართველოში დიდი ფორით მივდივართ, მაგრამ ფეხბურთი არაპროგნოზრებადია. ამიტომ განმეორებით შეხვედრაშიც ასი პროცენტით უნდა დავიხარჯოთ“.