ანდრეი დემჩენკო „ჟილინასთან“ წაგებაზე - იქნებ ორმაგი მატჩის ჯამში ვითარება შევცვალოთ, ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ მოხდა #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო „ჟილინასთან“ წაგებაზე - იქნებ ორმაგი მატჩის ჯამში ვითარება შევცვალოთ, ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ მოხდა #1TVSPORT

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ სლოვაკურ „ჟილინასთანკონფერენს-ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებულ (1:5) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიზეზი შანსის გამოუყენებლობა იყო.

„ჩვენი მეტოქე ახალგაზრდა და ტექნიკური გუნდია. ვიცოდით, რა ფეხბურთსაც თამაშობდა. მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს შანსი ჩვენც გვქონდა, რაც ვერ გამოვიყენეთ. არადა, შევძელით შეხვედრისთვის ინტრიგის დაბრუნება. შედეგი ძალიან მტკივნეულია – ჩვენთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჩვენც გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში გაშვებული პენალტის შემდეგ, გუნდი მოშალა და ამ სტრესიდან ვერ გამოვედით“, – განაცხადა დემჩენკომ.

„დილას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მტკივნეული მარცხის მიუხედავად, გუნდი განმეორებით შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს:

„საპასუხო მატჩის წინ, „ჟილინას“ კომფორტული უპირატესობა აქვს. გორში ჩვენი მაყურებლისთვის ვითამაშებთ და ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. მარცხს არ შევეგუებით და იქნებ, ორმაგი მატჩის ჯამში ვითარების შეცვლა შევძლოთ. ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენჯერმე მოხდა – ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია“.

ანდრეი დემჩენკომ სლოვაკური გუნდის სტრუქტურულ უპირატესობაზეც ილაპარაკა:

„ჩვენს მეტოქეს აქვს საოცარი საფეხბურთო აკადემია. ამ კუთხით, საქართველოსა და სლოვაკეთის ლიგებს შორის უდიდესი განსხვავებაა. „ჟილინას“ მოთამაშეები ახალგაზრდები, ძალიან სწრაფი და ტექნიკურად კარგად მომზადებულები არიან. საქართველოში მსგავსი არაფერი გვაქვს“.

დატოვე კომენტარი