ჟიგიმანტას პავილიონისი - ოპოზიციის ლიდერები მზად არიან დიალოგისთვის, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის
ჟიგიმანტას პავილიონისი - ოპოზიციის ლიდერები მზად არიან დიალოგისთვის, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის

ოპოზიციის ლიდერები მზად არიან დიალოგისთვის და დეესკალაციისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟიგიმანტას პავილიონისი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯი და მიიღონ გადაწყვეტილებები, რათა დიალოგი შედგეს.

„მე ნამდვილად ვაფასებ ყველა ლიდერის შეხვედრას. ვფიქრობ, ისინი მზად არიან დიალოგისთვის და დეესკალაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით. თქვენ დიდი დღე გაქვთ ხვალ, ეს არის კონსტიტუციის დღე. 25 თებერვალი ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გვახსენებს ჩვენ საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. ვიმედოვნებთ, ეს დღეები იქნება ერთიანობისა და დიალოგის დღეები და არა ესკალაციის. მოვუწოდებთ საქარველოს მთავრობას, გადადგან ნაბიჯი, მიიღონ აუცილებელი გადაწყვეტილებები, რომ დიალოგი შედგეს. ჩვენ წარმოვადგენთ პატარა, მოკრძალებულ ქვეყანას ლიეტუვას, რომლის ბედი ასე ძლიერ ჰგავს თქვენსას. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობდით ერთსა და იმავე ციხეში და თავი დავაღწიეთ ამ ციხეს. გვსურს, საქართველო გაჰყვეს ჩვენს გზას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, ერთად მივაღწევთ ამ შედეგს“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის დიალოგისთვის და ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყონ პროცესის დეესკალაციას.