ჟიგიმანტას პავილიონისი - დემოკრატია საქართველოში არის ძალიან ძლიერი
ჟიგიმანტას პავილიონისი - დემოკრატია საქართველოში არის ძალიან ძლიერი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვა-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიეტუვას ყოფილ ელჩს, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვდა.

ზურაბიშვილის შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დემოკრატია საქართველოში ასეთი ძლიერია. ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული კამპანია მიმდინარეობს. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს არის ნამდვილი დემოკრატია. ჩამოვედი მეორე ტურამდე, რათა შევხვედროდი სხვადასხვა ადამიანებს, რომ ისინი დამერწმუნებინა, ლიეტუვა არის საქართველოს ერთ-ერთი ახლო მეგობარი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად“,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.