ჟერარ პიკე ორჯერ ნაკლებ ხელფასს იღებს და მლს-ში წასვლის უფლება აქვს

20:07, 27.10.2020

ესპანური პრესისითვის ცნობილი გახდა „ბარსელონასა“ და ცენტრალური მცველის ჟერარ პიკეს ახალი ხელშეკრულების დეტალები. 33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

იტყობინებიან, რომ პიკე დათანხმდა ხელფასის 50-პროცენტიან შემცირებას. გარდა ამისა, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჟერარს შეუძლია MLS-ის ერთ-ერთ კლუბში გადასვლა. ამასთან, სხვა ევროპულ გუნდში კარიერის გაგრძელებას მცველი ვერ შეძლებს.

„ბარსელონამ“ დაიტოვა უფლება – გაწყვიტოს პიკესთან ხელშეკრულება, თუ 2021-22 წლების სეზონში 35 პროცენტზე ნაკლებ მატჩს ჩაატარებს.

2008 წლიდან მოყოლებული, პიკემ „ბარსელონას“ რიგებში ყველა ტურნირზე 549 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.

მსგავსი