„ჟენისმა“ ზურაბ თევზაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
„ჟენისმა“ ზურაბ თევზაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

ასტანის „ჟენისმა“ ზურაბ თევზაძის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„გამოცდილი ქართველი მცველი, ზურაბ თევზაძე „ჟენისში“ ითამაშებს. 29 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა. მოგესალმებით, ზურაბ“.

თევზაძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია. პროფესიული კარიერა ფოთის „კოლხეთიში“ დაიწყო. თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „მერანში“, „თელავსა“ და გორის „დილაში“. გასულ სეზონში გორელთა შემადგენლობაში თევზაძემ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტპაის მატჩებში ითამაშა.

2024 წლის სეზონში „ჟენისი” ყაზახეთის პრემიერლიგაში ქართველი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით ითამაშებს. ამჟამად გუნდი სეზონისთვის თურქეთში ემზადება. თევზაძის გარდა, ყაზახურმა კლუბმა ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი, ირაკლი ბიძინაშვილი დაიმატა.