ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში მატჩის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „სენტ ეტიენისა“ „ლილის“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ჩემპიონატის მე-4 ტურში ქართველის გუნდმა საშინაო შეხვედრა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერთან 1:0 მოიგო. მე-6 წუთზე გოლი მეტიუ კაფარომ ქართველის ეფექტური თამაშის შედეგად გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
Whoscored-მა დავითაშვილს 8,1 ქულა დაუწერა, ხოლო flashscore-მ – 7,9 ქულა და ორივემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) დაასახელა. ლიგა 2-დან საფრანგეთის მთავარ ლიგაში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დაასახელეს.