ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალი კომენტარის გერეშე დატოვეს
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალი კომენტარის გერეშე დატოვეს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორია დატოვეს.

ისინი ერგნეთის საგუშაგოს გავლით თბილისისკენ გამოემართნენ.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ერგნეთში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდნენ. ბიბილოვის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება არ შეუძლიათ და ექსპერტიზას ატარებენ.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები შეხვედრის შესახებ კომენტარს სავარაუდოდ, თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.