ჟენევის თანათავმჯდომარეები ერგნეთში იმყოფებიან 
ჟენევის თანათავმჯდომარეები ერგნეთში იმყოფებიან 

ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას ჟენევის თანათავმჯდომარეები გეგმავენ.  როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ისინი უკვე ერგნეთში იმყოფებიან.

უცნობია, ვისთან გამართავენ ჟენევის თანათავმჯდომარეები შეხვედრას, თუმცა სავარაუდოდ, განხილვის თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში სავარაუდოდ დღეს უნდა ჩავიდნენ.