ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობის საკითხებს ეხება.
მსგავსი ფორმატის დიალოგი წელიწადში ორჯერ იმართება და მისი მიზანი ჟენევის ფორმატის შესახებ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, ასევე საზოგადოებისგან სხვადასხვა ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებაა.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ქალთა ორგანიზაციები საოკუპაციო ზოლთან მყოფი სოფლებიდანაც.
როგორც საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ქალთა მონაწილეობის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია.
„გაერო-ს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ქალთა მონაწილეობაზე რვა რეზოლუცია აქვს მიღებული. ქალთა ორგანიზაცია 2014 წლიდან ხელს უწყობს ქალთა ჩართულობას ამ მოლაპარაკებების პროცესში, ინტერესი მზარდია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული
საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რადგან ” – აცხადებს ერიკა კვაპილოვა.
დიალოგი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება.