ჟენევაში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
ჟენევაში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ავრცელებს ინფორმაციას.
„დღეს ჟენევაში ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში. დაიწყო ორმხრივი შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან – სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან“, – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.