ჟენევაში სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჟენევაში სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში, სტეფან დე მისტურამ, სირიის სამთავრობო დელეგაციასა და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა.
გაეროს მიერ ინიცირებულ რიგით მერვე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად სირიის სამთავრობო დელეგატები ჟენევაში ერთი დღის დაგვიანებით, მოლაპარაკებების მეორე დღეს ჩავიდნენ.

სირიული მედიის ცნობით, მათ შვეიცარიის ქალაქში ჩასვლა ოპოზიციის მოთხოვნების გამო გადადეს. სირიის ოპოზიცია უკან დახევის სანაცვლოდ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვდა.

პოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ჟენევაში ჩასვლის შემდეგაც გაუსვეს ხაზი მზაობას ჩართულიყვნენ სამთავრობო დელეგატებთან ერთად პირდაპირ მოლაპარაკებებში. თუმცა ეს ფორმატი არ შედგა და მოდერატორებმა შეხვედრები დაპირისპირებულ ძალებთან კვლავ განცალკევებით გამართეს.