ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დაიწყება

06:51, 10.12.2019

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დაიწყება. განხილვის მთავარი თემა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე მწვავე განცხადებების გაკეთებას გეგმავენ.

ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ტრადიციულად, აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი განიხილება.

მსგავსი