ჟენევაში, ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე დელეგაციებმა კონსულტაციებისთვის შესვენება ითხოვეს
ჟენევაში, ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე დელეგაციებმა კონსულტაციებისთვის შესვენება ითხოვეს

ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის ომანის შუამავლობით მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები დროებით შეჩერდა. დელეგაციებმა კონსულტაციებისთვის შესვენება ითხოვეს და შეხვედრა ადგილობრივი დროით 17:30–18:00 საათისთვის განახლდება.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალბუსაიდის თქმით, მოლაპარაკებებში იყო „კრეატიული და პოზიტიური იდეების გაცვლა“. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა მოხერხდება.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, მოლაპარაკებებს მხარეები სერიოზულად უდგებიან.

„რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ როგორც ბირთვულ სფეროში, ასევე სანქციების შემსუბუქების მხრივ, ძალიან მნიშვენლოვანი, პრაქტიკული წინადადებები და ინიციატივები იქნა წარდგენილი და ორივე დელეგაცია დისკუსიებს დიდი სერიოზულობით უდგება“, – აცხადებს ისმაილ ბაღაი.