ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება
ჟენევაში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება. ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ჟენევაში უკვე ჩავიდნენ.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები იქნება.
როგორც ცნობილია, რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.
აშშ-ში განაცხადეს, რომ არ აპირებენ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკებას და ყველა ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს ალიანსი, არ გადაიხედება. თუმცა, ვაშინგტონში ამბობენ, რომ მზად არიან, მოკავშირეებთან შეთანხმებით, რუსეთთან სხვა საკითხებზე დიალოგი გააგრძელონ.