ჟან-შარლ ლუპერტო - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება დაეყრდნო ჩვენს ანალიზს, დავაფიქსირეთ პოზიცია დემოკრატიის თვალსაზრისით
ჟან-შარლ ლუპერტო - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება დაეყრდნო ჩვენს ანალიზს, დავაფიქსირეთ პოზიცია დემოკრატიის თვალსაზრისით

საქართველოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება დაეყრდნო საქართველოს შესახებ ჩვენს ანალიზს, – ამის შესახებ ბელგიის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟან-შარლ ლუპერტომ ათენში განაცხადა, სადაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონული შეკრება იმართება.

მისივე თქმით, დააფიქსირეს პოზიცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით.

„საქართველოში ჩატარებული ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველო გახდა ორგანიზაციის ასოცირებული წევრი. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ თქვენს ქვეყანასთან, რომლის გაწევრიანება ჩვენს დიდ ოჯახში მისასალმებელი გადაწყვეტილებაა და ეს გადაწყვეტილება დაეყრდნო საქართველოს შესახებ ჩვენს ანალიზს. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, როგორშიც იმყოფებიან საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აუცილებელია, რომ ფრანკოფონიამ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ჟან-შარლ ლუპერტომ.