ჟან-ნოელ ბარო - დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ერთმანეთთან შესაგუებლად არ არიან შექმნილი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მილიარდელი ილონ მასკის საჯარო დაპირისპირებას ეხმაურება.
ბაროს თქმით, პოლიტიკა და საზოგადოებრივი ინტერესები შეუთავსებელია.
„ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან შესაგუებლად არ არის შექმნილი“, – აღნიშნავს ბარო.
საჯარო დავა დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა თქვა, რომ არჩევნებში მასკის დახმარების გარეშეც გაიმარჯვებდა. შემდეგ ილონ მასკმა სოციალურ ქსელში ტრამპის წინააღმდეგ კრიტიკული პოსტების გამოქვეყნება დაიწყო.