ჟან-ნოელ ბარო – ჩვენი ამოცანაა, პუტინს სანქციები დავუწესოთ, რათა ცეცხლის შეწყვეტა ვაიძულოთ, რაც გზას გაუხსნის მდგრადი მშვიდობის დამყარებას

14:58, 03.06.2025
epa11274639 France's Deputy Minister for Europe, Jean-Noel Barrot, arrives for the signing of agreements during a visit by Albania's prime minister at the presidential Elysee Palace, in Paris, France, 12 April 2024.  EPA/LUDOVIC MARIN / POOL  MAXPPP OUT

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო რუსეთისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენს, რომ „უკრაინელები დაუშვებენ, დამპყრობელმა წინააღმდეგობის გარეშე მათ დამოუკიდებლობა წაართვას“.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, პუტინს სანქციები დავუწესოთ და ცეცხლის შეწყვეტა ვაიძულოთ, რაც გზას გაუხსნის საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა ბარომ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბერლინში ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორს, ლინდსი გრემს შეხვდა და განიხილა ევროკავშირისა და აშშ-ის რუსეთის წინააღმდეგ სამომავლო სანქციების საკითხი.

მსგავსი