ჟან-ნოელ ბარო – აპრილში პუტინის არმიამ უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოხდა, დროა, პუტინმა გააცნობიეროს წარუმატებლობა
აპრილში პუტინის არმიამ უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. დროა, პუტინმა გააცნობიეროს საკუთარი წარუმატებლობა, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკაში კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდება.
„აპრილში ვლადიმერ პუტინის არმიამ უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხია, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისში იძირება. დროა, კრემლმა გააცნობიეროს საკუთარი წარუმატებლობა და დაასრულოს გაუმართლებელი, დამანგრეველი აგრესიული ომი“, – წერს ჟან-ნოელ ბარო.
Les armées de Vladimir Poutine ont reculé de 120 km2 en Ukraine au mois d’avril, une première depuis 3 ans. L’économie russe s’enfonce dans la crise. Il est grand temps pour le Kremlin d’ouvrir les yeux sur son échec, et de mettre fin à sa guerre d’agression injustifiable et…
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) May 6, 2026