ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის ულტრამემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წარმომადგენლებს ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის ულტრამემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (La France Insoumise) წარმომადგენლებს ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
მისივე თქმით, ისრაელი საერთაშორისო სამართალს არღვევს.
ჟან-ნოელ ბარომ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იდეის ერთგულად რჩება.
„ბენიამინ ნეთანიაჰუს დროებითმა მთავრობამ ახლახან აუკრძალა პარტია La France Insoumise-ს წარმომადგენლებს მის ტერიტორიაზე შესვლა. ეს დემაგოგიური გადაწყვეტილება მიღებულია მთავრობის მიერ, რომელმაც არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი. საფრანგეთი დაუღალავად გააგრძელებს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისა და ისრაელსა და პალესტინელ ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობისკენ სწრაფვას“, – აცხადებს ბარო.
ცნობისთვის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ საფრანგეთის მემარცხენე პარტიაა. მას ჟან-ლუკ მელანშონი ხელმძღვანელობს და იგი ფართო მემარცხენე ალიანსის („ახალი სახალხო ფრონტი“) ნაწილია. პარტია ღაზაში ისრაელის ქმედებებს გენოციდს უწოდებს, მისი დეპუტატები კი პარლამენტში საფრანგეთის მთავრობას ამ ომში ისრაელის სასარგებლოდ თანამონაწილეობას საყვედურობენ.
Le gouvernement d’affaires courantes de Benyamin Netanyahou vient d’interdire l’accès à son territoire à des responsables de la France insoumise.
Cette décision démagogique, émanant d’un gouvernement qui a multiplié les violations du droit international, fait le jeu de ceux qui, comme La France insoumise, vivent de l’instrumentalisation du conflit israélo-palestinien.
La France continuera inlassablement à agir pour la solution à deux États et la coexistence pacifique des peuples israélien et palestinien.
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) November 12, 2026