ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის ბურღვითი სამუშაოების გამო, მკაცრი ზომებით დაემუქრა
ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის ბურღვითი სამუშაოების გამო, მკაცრი ზომებით დაემუქრა

ევროკომისიის პრეზიდენტ​ი ჟან-კლოდ იუნკერი თურქეთს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის ბურღვითი სამუშაოების გამო, მკაცრი ზომებით დაემუქრა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა არსებული დავის გამო კვიპროსს სოლიდარობა გამოუცხადა.

„რასაც თურქეთი კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში აკეთებს, მიუღებელია. კომისიას შეუძლია ზომების ინიცირება რომლის მიღებაც ამ კონფლიქტს უკავშირდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს ზომები რბილი არ იქნება“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუნებრივი აირის დიდი მარაგების აღმოჩენამ თურქეთს და ევროკავშირის წევრ კვიპროსს შორის დავა გამოიწვია. თურქეთმა სადავო ზონაში ორი მბურღავი გემი გაუშვა, რასაც ბრიუსელში უკანონო ქმედება უწოდეს. თურქეთი ბრალდებებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ტერიტორია ქვეყნის ტერიტორიული შელფის ნაწილია.