ჟან-კლოდ იუნკერს გადაუდებელ ოპერაციას ჩაუტარებენ
ჟან-კლოდ იუნკერს გადაუდებელ ოპერაციას ჩაუტარებენ

ჟან-კლოდ იუნკერს გადაუდებელ ოპერაციას ჩაუტარებენ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ჟან-კლოდ იუნკერი ავსტრიაში შვებულებაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ლუქსემბურგში, სადაც ევროკომისიის ხელმძღვანელს გადაუდებელი ოპერაცია დაუნიშნეს. მას ნაღვლის ბუშტს ამოკვეთენ.

ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას 31 ოქტომბრამდე იკავებს. ამის შემდეგ მას ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაანაცვლებს.