ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროპის უსაფრთხოების დაცვა რუსეთის გარეშე შეუძლებელია. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროპამ უნდა აღადგინოს კონტაქტი რუსეთთან და დაივიწყოს „ცივი ომის“ დროინდელი რიტორიკა.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი. ჩვენ, ევროპელებს, ხანდახან გვგონია, რომ მთელი სამყაროს მმართველები ვართ. გვავიწყდება, რომ დიდი სამყაროს პატარა ნაწილი ვართ. ჩვენ ვკარგავთ ეკონომიკურ სიძლიერეს. დემოგრაფიული დანაკარგიც სახეზეა. დედამიწის სხვა ნაწილს ყური უნდა დავუგდოთ“, – განაცხადა იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მსოფლიო დონი მოთამაშეა და მისი უგულებელყოფა შეუძლებელია.
„ჩემი მეგობარი ვლადიმირ პუტინი – ჩვენ წლებია ვმეგობრობდით, მიუხედავად იმისა რომ დღეს პუტინის მეგობრად მოხსენიება არ შეიძლება – ძალიან შეწუხებული იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რომელშიც მან რუსეთი რეგიონულ მოთამაშედ მოიხსენია. ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.