ჟან-კლოდ იუნკერი – პოლონეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის
ევროკავშირი პოლონეთს არ ებრძვის, ჩვენ უთანხმოება პოლონეთის მთავრობასთან გვაქვს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ბრიუსელი ვარშავასთან კონსტრუქციულ დიალოგს აწარმოებს და სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მე-7 მუხლი სანქციების მუხლი არ არის, თუმცა გაფრთხილების დადასტურებაა.
ევროკომისიამ პოლონეთი 2009 წლის ლისაბონის ხელშეკრულების მე-7 მუხლის ამოქმედებაზე გასული წლის დეკემბერში გააფრთხილა.
ბრიუსელმა ვარშავას მოუწოდა, სასამართლო რეფორმა სამი თვის ვადაში შეცვალოს.