ჟან-კლოდ იუნკერი - მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნა
ჟან-კლოდ იუნკერი - მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციის გახსნისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის პარტნიორებთან პოლიტიკური თანამშრომლობის მიღწევებზე ისაუბრა.

ჟან-კლოდ იუნკერმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებზე აქცენტი და ამ კონტექსტში განსაკუთრებულად გამოყო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ თბილისში გაიხსნა ევროპული სკოლა.

„ჩვენს ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ განსაკუთრებული აქცენტი. ისინი უნდა გავიდნენ საზღვრებს გარეთ. მათ უნდა იმუშაონ, იმოგზაურონ ევროპაში და მოემზადონ მომავლისთვის. უნდა შეუყვარდეთ კიდეც, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ნუ გგონიათ. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნა. ეს იქნება პირველი სკოლა ევროკავშირის მიღმა. აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის კავშირის გაძლიერება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.