ჟან-კლოდ იუნკერი მესაზღვრეებს მოუწოდებს, უკანონო მიგრაციის შესაზღუდად მზად იყვნენ ოპერაციის მესამე ქვეყანაში ჩასატარებლად
ჟან-კლოდ იუნკერი მესაზღვრეებს მოუწოდებს, უკანონო მიგრაციის შესაზღუდად მზად იყვნენ ოპერაციის მესამე ქვეყანაში ჩასატარებლად

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი მესაზღვრეებს მოუწოდებს, უკანონო მიგრაციის შეზღუდვის მიზნით, მზად იყვნენ ოპერაციის მესამე ქვეყანაში ჩასატარებლად.

გასულ კვირას, ევროკავშირის სამიტზე „სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურის“ თანამშრომლების რაოდენობის 10 ათასამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ, გადაწყვეტილება კი 2020 წლისთვის უნდა მიიღონ.

„სპეცოპერაციის ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ეს მესამე სახელმწიფოს მხრიდან იქნება ნებადართული“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

ევროკავშირის აღმასრულებელი კოლეგია უახლოეს მომავალში წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც „სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურის“ ევროკავშირის სასაზღვრო პოლიციად ტრანსფორმაციას ითვალისწინებს.