ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი არც ისე გამჭვირვალე იყო
ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი არც ისე გამჭვირვალე იყო

ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი არც ისე გამჭვირვალე იყო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

„მე ევროპული საბჭოს სხდომაზე ვთქვი, რომ ყოველთვის მქონდა შთაბეჭდილება, რომ ისტორიაში შევიდოდი, მაგრამ არა ასე, რადგან უნიკალური ადამიანი ვარ. მე პირველი და ბოლო შპიცენკადიდატი ვარ“, – იხუმრა ჟან-კლოდ იუნკერმა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ანტი რინესთან შეხვედრაზე.

სამდღიანი კონსულტაციების შემდეგ, ევროპულმა საბჭომ „შპიცენკანდიდატის“ სისტემა უარყო და ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელად გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაასახელა.

აღნიშნული სისტემით, ევროკომისიის პრეზიდენტს ის პარტია ნიშნავს, რომელმაც ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ჟან-კლოდ იუნკერი სწორედ აღნიშნული სისტემით აირჩიეს, თუმცა ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულება ნომინირებას ევროპული საბჭოს კომპეტენციად აღიარებს, რომელიც შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.