ჟან-კლოდ იუნკერი – დონალდ ტრამპმა სასტიკი მკვლელი მიწოდა

15:13, 15.06.2018
BRUSSELS, BELGIUM - JULY 27: Prime Minister of Slovakia, Robert Fico and European Commission President Jean-Claude Juncker hold a press conference after their meeting in Brussels, Belgium on July 27, 2017.
 Dursun Aydemir / Anadolu Agency

BRUSSELS, BELGIUM - JULY 27: Prime Minister of Slovakia, Robert Fico and European Commission President Jean-Claude Juncker hold a press conference after their meeting in Brussels, Belgium on July 27, 2017. Dursun Aydemir / Anadolu Agency

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას „სასტიკი მკვლელი“ უწოდა. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, ამის შესახებ წარმოშობით ლუქსემბურგელმა იუნკერმა მიუნხენში, ბავარიის რეგიონულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გასულ კვირას ტრამპმა მითხრა, სასტიკი მკვლელი ხარო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლუქსემბურგი აშშ-სთვის ასეთი საფრთხე გახდა. ვფიქრობ, მან ეს კომპლიმენტად იგულისხმა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ“, – განაცხადა იუნკერმა.

შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს კვებეკში, „დიდი შვიდეულის“ სამიტმა დაძაბულობის ფონზე ჩაიარა. მიზეზი მონაწილეებს შორის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ვაჭრობაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

მსგავსი