ჟან-კლოდ იუნკერი - ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მიერ ბრექსიტის ხელშეკრულების დასამტკიცებლად ბოლო ვადა 12 აპრილია
ჟან-კლოდ იუნკერი - ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მიერ ბრექსიტის ხელშეკრულების დასამტკიცებლად ბოლო ვადა 12 აპრილია

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მიერ ბრექსიტის ხელშეკრულების დასამტკიცებლად 12 აპრილი ბოლო ვადაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა  ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, თუ ბრიტანეთის პარლამენტი შეთანხმებას არ დაამტკიცებს, მოკლევადიანი გაფართოება შეუძლებელი იქნება.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 12 აპრილის შემდეგ, ევროპარლამენტის არჩევნებისა და ევროკავშირის ფუნქციონირების საფრთხის ქვეშ დაყენების რისკები ჩნდება.

იუნკერის განცხადებით, 12 აპრილის ღამეს შეთანხმების არარსებობა ყველაზე მოსალოდნელი სცენარია, რაც ევროკავშირს არ სურს, თუმცა ბრიუსელი ამისთვის მზად არის.

შეუთანხმებლობით მხოლოდ გლობალურ წესებზე დაფუძნებული წესრიგის ოპონენტები ისარგებლებენ. ამას მხოლოდ პოპულისტები  და ნაციონალისტები უჭერენ მხარს. მხოლოდ ისინი იზეიმებენ, ვისაც ევროკავშირის და ბრიტანეთის დასუსტება სურთ“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.