ჟან-კლოდ იუნკერი - ბოლო რამდენიმე დღეში „ბრექსიტთან“ დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზარდა
ჟან-კლოდ იუნკერი - ბოლო რამდენიმე დღეში „ბრექსიტთან“ დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზარდა

ბოლო რამდენიმე დღეში „ბრექსიტთან“ დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, – ამის შესახებ ჟან-კლოდ იუნკერმა ავსტრიულ პრესასთან საუბრის დროს განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპულ გაერთიანებასა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმება შესაძლოა უახლოეს კვირებში არ გაფორმდეს, თუმცა ამას სავარაუდოდ დეკემბერში მიაღწევენ.

ინტერვიუს დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ბრექსიტი“ შეთანხმების გარეშე დიდი ბრიტანეთისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის, არახელსაყრელია.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. თუმცა ამ დრომდე „ბრექსიტის“ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენს. მათ შორის არის ირლანდიასთან არსებული საზღვარი და ევროპული გაერთიანების დატოვების შემდეგ მხარეებს შორის ვაჭრობის ფორმა.