ჟან-კლოდ იუნკერი - აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოსახლეობაზე ქიმიურ თავდასხმას კოორდინირებული სამხედრო პასუხი გასცეს
ჟან-კლოდ იუნკერი - აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოსახლეობაზე ქიმიურ თავდასხმას კოორდინირებული სამხედრო პასუხი გასცეს

სირიაში სამხედრო ოპერაციაზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი განცხადებას ავრცელებს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, გასულ ღამეს, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა კოორდინირებული სამხედრო პასუხი გასცეს 7 აპრილს, დუმაში სირიის რეჟიმის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ შემზარავ ქიმიურ თავდასხმას.

„როგორც ევროკომისიამ განაცხადა, ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ გარემოებაში მიუღებელია და მკაცრად უნდა დაიგმოს. საერთაშორისო საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა ქიმიური იარაღით თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და გასამართლებაზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სირიის რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს, თუმცა ეს უკანასკნელი შემთხვევა უნდა იყოს”, – ნათქვამია იუნკერის განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ სირიაში საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი რეჟიმის ამოქმედება, რომელსაც ყველა მხარე შეასრულებს და ასევე – კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო იეირიში აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.