ჟან-ივ ლე დრიანი - ძალის გამოყებენით ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია
ჟან-ივ ლე დრიანი - ძალის გამოყებენით ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება  შეუძლებელია

ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით არც სტატუს-კვო და არც ძალის გამოყენება მისაღები არ არის – ამის შესახებ სომხეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზადაა გააგრძელოს მუშაობა  ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ჩვენ კვლავ ვამბობთ, რომ კონფლიქტის მოგვარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია. მიუღებელია სტატუს- კვო და ასევე ძალის გამოყენება. ჩვენ პრაგმატულები და შემოქმედებითები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.