ჟან ასელბორნმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის გამარჯვება სიმსივნეს შეადარა
ჟან ასელბორნმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის გამარჯვება სიმსივნეს შეადარა

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის გამარჯვება სიმსივნეს შეადარა. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის დანარჩენმა არაგულგრილმა წევრებმა სწრაფად და მტკიცედ უნდა გაანეიტრალონ ღირებულებების ეს სიმსივნე“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასელბორნის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მისი უნგრელი კოლეგა, პეტერ სიიარტოს თქმით, მისთვის უინტერესოა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება, რადგან ის უნგრეთის საარჩევნო სიაში არ არის.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ჟან ასელბორნის კრიტიკის საპასუხოდ პეტერ სიიარტომ მას „იდიოტი“ უწოდა. მაშინ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ უნგრეთის ხელისუფლების გეგმას, აკრძალოს ქვეყანაში იმ არასამთავრობო ორგანზიაციების საქმიანობა, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან.