„ჟალგირისის“ მწვრთნელი – ჩემმა ფეხბურთელებმა ისეთი ხასიათი და თავდადება გამოავლინეს, ენა ჩამივარდა #1TVSPORT

12:03, 31.07.2026

ვილნიუსის „ჟალგირისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიუს სკერლამ კონფერენსლიგაზე „დინამოს“ დამარცხების შემდეგ (7:2) გუნდის ხასიათზე ისაუბრა.

„ცოტას სჯეროდა, რომ ყველაფერი ზუსტად ასე დასრულდებოდა. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საღამო იყო. მწვრთნელის რანგში მსგავსი არასდროს განმიცდია. იყო მტკივნეული მარცხი თბილისში და ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ დღეს ფეხბურთელებმა ისეთი ხასიათი, სურვილი და თავდადება გამოავლინეს, რომ ენა ჩამივარდა.

ან მოწინააღმდეგისთვის ხელოვნურ საფარზე თამაში გამოდგა რთული, ან ფიქრობდნენ, რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ გასულები. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. პენალტის გამოყენება ვერ შევძელით, მაგრამ მეორე ტაიმში ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და ვგრძნობდი, რომ მეტსაც მოვახერხებდით.

ჩვენს გუნდში ხასიათი და სურვილი ჩანდა, მეტოქე კი დაცვაში იჯდა და შედეგის შენარჩუნებას ცდილობდა. საშინაო მარცხის შემდეგ „ორჰუსმა“ პოზნანში „ლეხი“ დაამარცხა. ეს საუკეთესო მაგალითი იყო, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ჩვენი „ფილმი“ კიდევ უკეთესი სცენარით დაიწერა“.

მსგავსი